ძალიან ცუდია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ შეუძლია ოპონენტს პირადი შეურაცხყოფის გარეშე დაუპირისპირდეს. ეს პოლიტიკური კულტურის ზოგადი პრობლემაა. თუ კონკრეტული და რეალისტური მუქარაა, ის გამოძიების საგანი უნდა გახდეს.
მაგრამ იმით სპეკულანტობა, ქალი პოლიტიკოსი ვარ და მე თუ შემაგინეთ, ზოგადად ქალებს ერჩითო, სასაცილოა. თუ ქალი პოლიტიკაში მიდის, მერე იქ კურტუაზულ მოპყრობის წესებს ნუ ელის. ზუსტად ისევე მოექცევიან, როგორც კაცს და ეს წინასწარ უნდა იცოდეს.
თუ კონკრეტულად ეტყვიან: ქალო, ქუხნაში წადი, პრეზიდენტად რა გინდაო, სხვა ამბავია. ეს უთხრა ვინმემ სალომე ზურაბიშვილს? ეს თუ უთხრა, ძალიან მიუქარავს, მაგრამ მე არ შემიმჩნევია