არჩევნები 2018

ჟორჟოლიანი: თუ ვინმე მთხოვს, რომ ზურაბიშვილის ბილბორდზე ჩემი დახატვა სურთ, დავთანხმდები

მე სალომე ზურაბიშვილს მხარს ვუჭერ და თუკი ვინმე მთხოვს, რომ სურთ მის ბილბორდზე ჩემი დახატვა, რა თქმა უნდა, დავთანხმდები. მე გამოცხადებული მაქვს, რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს ვუჭერ. ეს დამალული არ არის და ჩემი ფოტოც რომ გამოიფინოს, აქ ვერავითარ დარღვევას ვერ ვხედავ. ბილბორდებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საარჩევნო შტაბმა მიიღო და ალბათ, თავისი გათვლები აქვთ. ბილბორდებზე გამოხატული არის ის, რაც ისედაც ცნობილია - ვინც ბილბორდი ნახა და ბილბორდიდან შეიტყო, რომ ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს? ეს იმ რეალობის ასახვაა, რაც არსებობს და ამაში არავითარი დარღვევა არ არის

ინტერპრესნიუსის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატი გია ჟორჟოლიანი საარჩევნო ბილბორდების ნაწილზე სალომე ზურაბიშვილის ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ფოტოებით ჩანაცვლებას გამოეხმაურა. დღეს დილიდან, გამოჩნდა ქართული ოცნების მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ბილბორდები, რომლებზეც სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე არიან გამოსახულები.

კომენტარები