არჩევნები 2018

უგულავა: მიდით, გააქრეთ სალომე, უბრალოდ გესმოდეთ, რომ წაგებითაც მარტო სალომე არ წააგებს

მიდით, გააქრეთ სალომე, აქციეთ II ტური ოცნების ყოფნა-არყოფნის რეფერენდუმად. უბრალოდ უნდა გესმოდეთ, რომ წაგებითაც მარტო სალომე არ წააგებს.

შესაბამისად, რიგგარეშე პროპორციული საპარლამენტო არჩევნები მოგიწევთ. დღევანდელი ბილბორდები ამას ნიშნავს და მერე არ დაიწყოთ - უი არ ვიცოდი, ჩვენ რა შუაში ვართ, დამოუკიდებელმა კანდიდატმა წააგო.

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, გიგი უგულავა საარჩევნო ბილბორდების ნაწილზე სალომე ზურაბიშვილის ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ფოტოებით ჩანაცვლებას საკუთარ Facebook გვერდზე გამოეხმაურა. დღეს დილიდან, გამოჩნდა ქართული ოცნების მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ბილბორდები, რომლებზეც სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე არიან გამოსახულები.

კომენტარები