არჩევნები 2018

ბესელია ბილბორდებზე: "ოცნება" და ზურაბიშვილი II ტურის საარჩევნო პროცესშიც ერთიანია

მეორე ტურის კამპანიის ახალი ბილბორდების მთავარი გზავნილი არის რა, - ჩვენი ამომრჩევლისთვის, რომელიც სრულად არ მოვიდა პირველ ტურზე იმის თქმა, რომ ქართული ოცნება და დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ერთიანია ამ მეორე ტურის საარჩევნო პროცესშიც. ეს არის ერთიანობის ხაზგასმა იმისთვის, რომ მობილიზება მოხდეს ყველა ჩვენი იმ ამომრჩევლის, რომელიც პირველ ტურზე ვერ მოვიდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია, საარჩევნო ბილბორდების ნაწილზე სალომე ზურაბიშვილის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და მამუკა ბახტაძის ფოტოებით ჩანაცვლებას ეხმაურება.

კომენტარები