არჩევნები 2018

არველაძე: ზურაბიშვილისთვის მხარი არ უნდა დაგვეჭირა, საკუთარი კანდიდატი უნდა გვყოლოდა

ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო და პარტიას არჩევნებში საკუთარი კანდიდატი წარედგინა. როდესაც აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, მე ჩემი აზრი გამოვხატე, ვთქვი, რომ პარტიას ღირსეული ხალხი ჰყავდა და მხარს არც დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა უჭერდეს და არც სხვა პარტიის მიერ წარდგენილს. ცხადია, საბოლოოდ, მხარი დავუჭირე იმას, რაც უმრავლესობამ გადაწყვიტა

ინტერპრესნიუსს უთხრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ.

კომენტარები