არჩევნები 2018

თეიმურაზ გორჯესტანი: მუქარის მიუხედავად გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი თბილისში

როგორც იცით, გასულ კვირას მე, დედაჩემმა და ჩემმა დამ სიცოცხლის მოსპობის მუქარა მივიღეთ. მუქარის მიუხედავად და კიდევ უფრო ამ მუქარის გამო გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი თბილისში, რადგან ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც შვილის და როგორც ქართველი კაცის, ვიყო დედაჩემთან და დედაჩემი დავიცვა.

ეს არის ჩემი გაგება, თუ რა არის საქართველოს. საქართველო ჩემთვის არის ქალის პატივისცემა და ვაჟკაცურად მოქცევა. ამის გამო, არჩევნებამდე ვიქნები და დავრჩები საქართველოში, რადგან ეს არ არის ნორმალური არჩევანი, ეს არის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა, რომ ის საბჭოთა წარსული არ დაბრუნდეს, ჩვენი ბრძოლა, რომ ავირჩიოთ ევროპული მომავალი. ჩვენ, თქვენთან ერთად, საქართველოს მოსახლეობასთან ვიქნებით, ერთად დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას და საქართველო გაიმარჯვებს.

ამბობს ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი საკუთარ Facebook გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში.

კომენტარები