ზურაბიშვილი: უნდა ავაშენოთ ქართული საზოგადოება და არა რაღაცა "კოპიო" რომელიმე სხვა ქვეყნის

ძალიან ბევრი საქმე აქვს პრეზიდენტს, თუ სერიოზულად მიიღებს იმ ფუნქციას და არ ჩაერთვება რაღაც პოლიტიკურ პოლიტიკაში, რაც მე დღეს ნაკლებად მაინტერესებს. მე მინდა, რომ ეს საზოგადოება შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ ის თანამედროვე, ქართული საზოგადოება, არა რაღაცა "კოპიო" რომელიმე სხვა ქვეყნის, არამედ თანამდეროვე, სამართლიანი და ქართული. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მათ შორის პედაგოგებზე, განათლების გარეშე თანამედროვე საზოგადოება არ იქნება. და განათლება რას ნიშნავს, პირველ რიგში პედაგოგების, მასავლებლების პატივისცემა

ის ძველი საქართველო, რომლიდანაც მე მოვდივარ და რომელზეც ვიღაცეებს პრეტენზია აქვთ, რომ ის ენა და კულტურა აღარ მოგვწონსო, დაფუძნებული იყო სწორედ პედაგოგებზე, მასწავლებლებზე და მათ მიმართ პატივისცემაზე. ეს არ არის მხოლოდ ხელფასის საკითხი. არის ხელფასის საკითხიც, სტატუსის საკითხი საზოგადოებაში, მაგრამ ასევე საზოგადოების დამოკიდებულება უნდა იყო, რომ ესენი ოჯახებთან ერთად ამზადებენ მომავალ საქართველოს.

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ეს განცხადება ორგანიზაცია "ქალები სამართლიანობისთვის" შეხვედრაზე გააკეთა. ორგანიზაცია ამბობს, რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ქალთა მოძრაობის მიერ დაგეგმილ დისკუსიაზე სალომე ზურაბიშვილი არ მივიდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები