არჩევნები 2018

ზურაბიშვილი ბანერებზე: მგონი ძალიან ვჩანვარ, I ტურის დროს ჩემი სურათი ძალიან ბევრი და დიდი იყო

მე ვერ მხედავთ? მე მგონი, ჩემი სურათი არის ბევრად ლამაზი, ვიდრე ის, რომელიც იყო პირველი სურათი და მე მგონი ძალიან ვჩანვარ. ამაზე მეტი უკვე არის ცოტა უხერხული. მე მგონი ძალიან სწორია, ვნახოთ, სტრატეგიის შედეგსაც ვნახავთ. 

განცდა იყო, რომ ვარ ძალიან ბედნიერი. ის პირველი სურათი ნაკლებად მომწონდა. მე არ ვიცი თქვენი მოსაზრება როგორი არის, მე ძალიან მომწონს ახალი სურათი. პირველი ტურის დროს სულ ვამბობდი, მე მეგონა, რომ ჩემი სურათი ცოტა ძალიან ბევრი იყო და ძალიან დიდი. იმიტომ რომ ეს არ არის ის ევროპული სტილი, რომელიც მომწონს, მე ეს სტილი ბევრად უფრო მომწონს. იმედი მაქვს, თქვენც.

"ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა ეს განცხადება მის საარჩევნო ბანერების ჩანაცვლების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი ბანერებზე ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის და მამუკა ბახტაძის ფოტოები გამოჩნდა, საპრეზიდენტო კანდიდატმა ამ თემაზე დღეს პირველად ისაუბრა.

კომენტარები