არჩევნები 2018

კახიძე სააკაშვილის განცხადებაზე: ქსენოფობიურ პოპულიზმს ჰგავს და ძალიან უხერხულია

ზედმეტი პოლიტკორექტულობა არ მიყვარს, მაგრამ “ებრაელი აფერისტი მოშე” - ანტისემიტურად ჟღერს და ქსენოფობიურ პოპულიზმს ჰგავს და ძალიან უხერხულია ეს ყველაფერი.

ასავალ-დასავალის, ქართული მარშის, პატრიოტთა ალიანსის და სხვა ბნელი ქოცების რიტორიკა მეინსტრიმი არ უნდა გახდეს და ყველა წესიერი ადამიანის ვალდებულებაა, კარგად დაფიქრდეს, სანამ მსგავს ფრაზებს წარმოთქვამს.

და არა, საქმეს ასე არ სჭირდება.

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთო კახიძე ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეხმაურება. სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს "ისრაელი აფერისტის, შავი პიარის სპეციალისტის", მოშე კლუგჰაფტის იმედი აქვს. მისივე თქმით, "ეგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს".

კომენტარები