არჩევნები 2018

მდინარაძე: შავი პიარი ენმ-ის და მათი დაქირავებული რუსი პიარტექნოლოგების სტილია

ნაციონალური მოძრაობა დაკავებულია ჩვენი პიარკონსულტანტების გაშავებით, ებრაელი პიარკონსულტანტი ყოფილა დამნაშავე და რუსი, კრემლის პიარკონსულტანტები არიან ჭეშმარიტების მღაღადებლები? შავი პიარი ნაციონალური მოძრაობისა და მათი დაქირავებული რუსი პიარტექნოლოგების სტილია. ჩვენ ვმუშაობთ ყველანაირ პიარზე, მათ შორის სეგმენტი არის ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული პიარი, ეს ბუნებრივი ამბავია. ის ადამიანი, რომლის გაშავებასაც ცდილობენ [მოშე კლუგჰაფტი], არის ძალიან კვალიფიციური, მსოფლიოში ცნობილი და მისი კონსულტაციით ჩვენც ვსარგებლობთ. ჩვენ გვყავს ამერიკის მთავარი პარტნიორი პიარკონსულტანტებიც

პირველი არხის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. ცნობისთვის, რუსთავი 2-მა გუშინ სიუჟეტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ "შავი პიარის სპეციალისტი, მოშე კლუგჰაფტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ჩამოიყვანა".

კომენტარები