მიხეილ სააკაშვილი

მშვენიერაძე: სააკაშვილის გაპრავებისას, რით განსხვავდებით მეჭიაურისიანებისგან

მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს მიხეილ სააკაშვილისთვის ქსენოფობიასა და ანტისემიტიზმზე "ლექციების" კითხვა. ეს არაა მხოლოდ დაულაგებელი ან ემოციურ ფონზე არაკორექტული წყობით წამოცდენილი წინადადებები, როგორც წინა ჯერზე გვთავაზობდა მათ ახსნას. კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების. მხარდამჭერები სანამ აქ შემოხვალთ და "გაპრავებას" დაიწყებთ, კარგად დაფიქრდით, ამის გაპრავებისას რითი განსხვავდებით თამაზ მეჭიაურისიანებისგან.

გიორგი მშვენიერაძე მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტური განცხადების შესახებ. გუშინ რუსთავი ორის ეთერში სააკაშვილმა თქვა: "ვიღაც ებრაელ აფერისტს მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს."

კომენტარები