ანდერს ფოგ რასმუსენი

რასმუსენი: რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი არაა, ის სტრატეგიული მოწინააღმდეგეა

ჩვენ გვეგონა, რომ რუსეთი შეგვეძლო გვექცია სტრატეგულ პარტნიორად და შეგიძლიათ გაიხსენოთ ნატო-რუსეთის სამიტი 2010 წელს, როდესაც გადაწყდა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება. მაგრამ დღეს უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი არაა, ის სტრატეგიული მოწინააღმდეგეა და ამაზე ადაპტაცია მოვახდინოთ. ისე ოპტიმისტურად აღარ ვარ განწყობილი, მაგრამ პრეზიდენტ პუტინის ფსიქოლოგიაზე ჩემი ცოდნიდან გამომდინარე, ერთადერთ გზად, იმისათვის, რომ გავაგებინოთ, რომ კოსტრუქციულად და თანამშრომლობის სურვილით უნდა მიუდგეს ურთიერთობას არის ის, რომ გვქონდეს მტკიცე პოზიცია და ტრანსატლანტიკური ერთობა, რადგან, რამდენადაც არ უნდა სურდეს საკუთარი თავის ძლიერ ლიდერად წარმოჩენა, ის აფასებს სხვა ძლიერ ლიდერებს. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ და არ წავიდეთ დათმობებზე, იმიტომ, რომ ის დათმობებს სისუსტედ აღიქვამს.

Institute for War and Peace Reporting-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოსა და უკრაინისათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, MAP-ის მიცემაზე ისაუბრა და თქვა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ რუსეთს არასწორი სიგნალები გაუგზავნა.

კომენტარები