არჩევნები 2018

კახიძე "შავ სიაში" მყოფთა ვალების 16 დეკემბრიდან განულებაზე: არ იცის, რომ после-ზე აღარ ენდობიან

ამომრჩევლის მოსყიდვა კი არადა, მასშტაბური დაგოიმება მიმდინარეობს. მილიარდნახევარს გადაიხდისო ვიღაცაო, კეთილი ბიძიაო. ოღონდ, ჯერ ხმები გვინდაო და 16 დეკემბრიდან ვილაპარაკოთო.

ანუ утром стулья, а днём деньги-ო, შემოგვითვალა დიდმა კომბინატორმა. დღეს 5 კილო კარტოფილი აიღეთ, კარაქი დეკემბერში იქნებაო. არ იცის, რომ после-ზე აღარ ენდობიან

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთო კახიძე ე.წ შავ სიაში მყოფი 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის ვალების 16 დეკემბრიდან განულებაზე. ფინანსთა მინისტრის თქმით, "ძირი და ჯარიმები ყველაფერი არის მილიარდნახევრამდე. და ამ თანხას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი ქართუ".

კომენტარები