არჩევნები 2018

მაჩალიკაშვილი: არ დამიტოვეს არჩევანი, იძულებული ვარ, ენმ-ს დავუჭირო მხარი

მე, რიგითმა პანკისელმა კაცმა თბილისში, პარლამენტის წინ, ძაღლურად დავიდე ბინა. სიცივეში, წვიმაში თუ ქარში ვგდივარ და გამვლელებისა და საღად მოაზროვნე ხალხის თბილი მოსიყვარულება თუ არა, ალბათ გულიც გამისკდებოდა და თემირლანის გვერდზე მშვიდად დავიძინებდი, რაც ამათვისაც დიდი შვება იქნებოდა, მაგრამ არც ისე მინდა წავიდე ამ ქვეყნიდან, სიმართლეს არ ჩავხედო თვალებში და ერთადერთი სიტყვა არ ვუთხრა ამ სისასტიკის ჩამდენს და ჩემი ოჯახის დამღუპველს - "რატომ".

ჩემო ქისტებო, ეხლა თქვენ მინდა მოგმართოთ. არავის არ ეგონა საქართველოში თუ ეს სისხლისმსმელი ხროვა პანკისიდან ხმებს წამოიღებდა, მაგრამ არის კატეგორია ხალხისა, სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო, რომ მიაჩნიათ... ერთსაც ვიტყვი, რაც გაკეთდა, ისიც არ უნდა დაიკარგოს, ძალიან გაიზიარეს ჩემი მდგომარეობა უმეტესობამ ქისტებისა, რაზედაც დიდ მადლობას ვუხდი ყველას.

ეხლა რაც შეეხება ჩემს სათქმელს, პირადად ჩვენთვის არც ერთ მთავრობას კარგი არ მოუტანია კომუნისტების შემდეგ, როგორც დავწყევლეთ ჩვენი თავი, ესე დაწყევლილები მოვდივართ დემოკრატიისა და ნატოს იმედით, შედეგად გახრწნილობა და გადაგვარება მივიღეთ. კარგად მახსოვს, შევარდნაძის დროს რა სიკეთე მიიღო მარგოშვილების ოჯახმა, დაბალ გორაზე და ალაზანმშენის ხიდთან. არც ის მავიწყდება, როგორ დასრულდა ქავთარაშვილის ბედი ისევ დაბალ გორაზე, არასოდეს დამავიწყდება ნაცმოძრაობის დროს გუმაშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია, ჩემი მეხსიერებიდან არ წაიშლება ლაფანყურის ამბები, 
რომლის წინაშეც ყველანი უძლურნი ვიყავით, მაგრამ მერწმუნეთ და დიდი ბოდიშის მოხდით მინდა გითხრათ - ამ ზემოთ ჩამოთვლილი ტრაგედიებისა და ჩემი ოჯახის ტრაგედიას შორის განსხვავება დიდია, რაოდენობრივად კი არა, შესრულების მანევრით.

ამდენი ჩამოთვლილებიდან, არც ერთი არ მოუკლავთ ღამის ოთხ საათზე საკუთარ ოჯახში მძინარე და სიზმრებში წასული, გარდა თემირლანისა.

ეხლა მე არ დამიტოვეს არჩევანის გაკეთების საშუალება ამ პარტიებმა, რადგანაც სხვა პარტიები გავიდნენ ამ ბინძური თამაშიდან ხალხის უნდობლობის გამო. იძულებული ვხდები ნაცმოძრაობას დავუჭირო მხარი, ნათქვამია წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო და მეც ვებღაუჭები ამ ხავსს. უმორჩილესად გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი, რომ ამ ქოცთა ხროვამ არ იბოგინოს ქვეყანაზე, თუ არ დამიჭერთ მე მხარს, ამ ქოცებს მინც ნუ მისცემთ ხმას

პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა Facebook-ში წერს.

კომენტარები