არჩევნები 2018

ზურაბიშვილი ვალებზე: ამ ყველაფერს სჭირდება რეგულირება, ბედნიერი ვარ, რომ ამ გზით მივდივართ

ყველამ იცის, რომ ჭარბვალიანობა არის ერთერთი ძალიან მძიმე პრობლემა. მე არაერთხელ მაქვს ჩემი აზრი გამოთქმული ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემს წინა, სამაჟორიტარო წინასაარჩევნო კამპანიაშიც ვსაუბრობდი ამ საკითხზე, თუ რამდენად რთულია ასეთ ქვეყანაში, როცა მაგალითად ინტერნეტით შეიძლება მცირე კრედიტების აღება. ამ ყველაფერს სჭირდება რეგულირება და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ გზით მივდივართ.

პირველი არხის ინფორმაციით, თქვა ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა - სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. მისი თქმით, "ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებებისას", როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა "სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა".

კომენტარები