არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: სააკაშვილის გამოთქმები ანტისემიტურია, რაც საქართველოს არასოდეს ახასიათებდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ ასეთი გამოთქმები ანტისემიტურ გამოთქმებში ჯდება, რაც საქართველოს არასოდეს ახასიათებდა. საქართველო მსოფლიოში ყოველთვის ცნობილი იყო იმით, რომ აქ ანტისემიტიზმი არასდროს არსებობდა. ეს არის საქართველოს, ქართული ღირსების, ღირებულებების შეურაცხყოფა და მიუღებელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან.

პირველი არხის ინფორმაციით, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილ, მიხეილ სააკაშვილს ეხმაურება. სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს "ისრაელი აფერისტის, შავი პიარის სპეციალისტის", მოშე კლუგჰაფტის იმედი აქვს. მისივე თქმით, "ეგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს".

კომენტარები