არჩევნები 2018

სააკაშვილი: ვეთანხმები ბოკერიას, რომ გამოსავალია ივანიშვილის ჩაწევა, სწრაფი განვითარება

მე ვეთანხმები გიგა ბოკერიას, რომელმაც თქვა, გამოსავალი არის ივანიშვილის ჩაწევაში, საქართველოს სწრაფ განვითარებაში, გარემოს ლიბერალიზაციაში და ხალხისადმი დახმარებაში. არ მეგონა დიდი ხანი თუ გიგა ბოკერიას რამეში დავეთანხმებოდი, მთლიანად ვეთანხმები იმაში, რაც თქვა

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში. ცნობისთვის, ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ დღეს ვალების განულებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივაზე თქვა, რომ ეს ივანიშვილის მორიგი სიცრუეა. მან აღნიშნა, რომ ვალებიდან და სიღარიბიდან ხალხის ამოყვანის ერთადერთი გზაა ამ არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხება, შემდეგ კი, ეკონომიკის ამუშავება, გადასახადების დაწევა და სამუშაო ადგილების გაჩენა.

კომენტარები