ვალების განულება

ქობულია ვალებზე: ვერ ვხედავ ამომრჩევლის მოსყიდვას, ეს ინიციატივა დიდი ხანი მზადდებოდა

მე ვერ ვხედავ ამაში ამომრჩევლის მოსყიდვას, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს დასაბუთება იმისი, რომ ეს ინიციატივა დიდი ხანი მზადდებოდა. თუ რომელიმე ორგანიზაცია უარს აცხადებს თანამშრომლობაზე ამ პროექტის ფარგლებში, მე არ მგონია და არ მჯერა იმის, რომ ჩვენ შეიძლება დავაძალოთ, რომ ვინმემ ითანამშრომლოს. ეს არის ნებაყოფლობით

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია. ცნობისთვის, მთვრობის ახალი ინიციატივით, ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. პრემიერმინისტრ მამუკა ბაზტაძის თქმით, "ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებებისას", როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა "სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა".

კომენტარები