გუშინდელი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მართლაც ყველაზე მასშტაბური სოლიდარობის აქტია, რომლითაც 600 000 ჩვენს მოქალაქეს, მათ შორის 150 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველია და არის ათასობით შშმ-პირი, გაუნულდებათ დავალიანება, რაც აქვთ 2000 ლარის ფარგლებში აღებული და ამ ვალდებულებას დაფარავს „ქართუ“. უპრეცედენტო სოლიდარობის აქციით და ამ გადაწყვეტილებით ისინი დაბრუნდებიან ბიზნესში, ეკონომიკაში, ჩაერთვებიან საერთო ეკონომიკურ ბაზაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ბიძგი და მხარდაჭერა, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე თითოეული ამ მოქალაქის სოციალური მხარდაჭერისთვის
tbl.ge/39xm
დაკოპირდა
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ვალების განულების შესახებ. გუშინ, 19 ნოემბერს, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ.
ამავე თემაზე
- "ქართუმ" მილიარდნახევრიანი ვალის ჩამოწერის პროგრამაზე 37.5 მილიონი ლარი დახარჯა
- ხაზარაძე ვალების განულებაზე: 120 მლნ-იანი პორტფელი 3 მლნ-ად ჩამოგვაწერინეს
- სესხების განულების პროექტში დამატებით 14 საფინანსო ორგანიზაცია ჩაერთო
- ბოკერია გვენეტაძეს: მართლა გჯერათ, რომ ვალები ვისაც გაუნულდა, წავლენ და სამსახურს იშოვიან?!
- გვენეტაძე: ადამიანებს, რომლებსაც ვალები გაუნულდათ, ლეგალურად დასაქმების საშუალება ექნებათ