ვალების განულება

ბესელია ვალებზე: მიკვირს, რომ არიან ადამიანები, ვინც თავს უფლებას აძლევს აქილიკოს ინიციატივა

ასეთი ტიპის მართლაც უპრეცედენტო და მასშტაბურ ქველმოქმედებას, რომელსაც არავითარი სხვა ამოცანა და მით უმეტეს, სამართლებრივად, არანაირი პრობლემა არ აქვს და კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის. და მართლაც თავისი შინაარსით არის ერთ-ერთი უდიდესი და უმწვავესი პრობლემის გადაწყვეტა, რაც აქვთ ჩვენს მოქალაქეებს. ძალიან მიკვირს, რომ მაინც მოიძებნენ ადამიანები, ვინც აძლევენ თავს უფლებას აქილიკონ ეს გადაწყვეტილება. ეს უბრალოდ მათი პრობლემაა. გარწმუნებთ, რომ ეს არჩევნებიც ჩატარდება აბსოლუტურად დემოკრატიულ ვითარებაში და არავითარი ლეგიტიმაცია არ დადგება ეჭვის ქვეშ.

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ეკა ბესელია მთავრობის ინიციატივაზე საუბრობს, რომლის მიხედვით მოქალაქეების ნაწილს საბანკო ვალები გაუნულდება. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივა სავარაუდოდ, ამომრჩევლის მოსყიდვაა.

კომენტარები