ჭარბვალიანობა

ბახტაძე ჭარბვალიანობაზე: ამ მძიმე მემკვიდრეობას პრინციპული გადაწყვეტა სჭირდებოდა

ჩვენ ამ ახალ ინიციატივას განვიხილავთ ჭარბვალიანობასთან ბრძოლის მნიშვნელოვან ნაბიჯად. ეს არის ისტორიულად დაგროვილი პრობლემა და ჩვენ მივაღწიეთ იმ ნიშნულს, როდესაც აქტიური მოსახლეობის თითქმის მესამედი არის "შავ სიაში" და ბევრმა თქვენგანმა შეიძლება კარგად გაიხსენოს, რომ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს მე აქტიურად ვამახვილებდი ამაზე ყურადღებას და შემდეგ უკვე მთავრობის სხდომაზე მე ავიღე ვალდებულება, რომ შემოდგომაზე ჩვენ გადავდგამდით ისეთ პრინციპულ ნაბიჯს, რომელიც ამ ე.წ. შავი სიის პრობლემას მოაგვარებდა. 

რა თქმა უნდა, ჭარბვალიანობა რომ გახდა ერთგვარი სისტემური რისკი, ეს უკვე არის პრობლემა. ეს იმას ნიშნავს რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ადრე იყო უფრო პრინციპული მიდგომა გამოსავალი. მაგრამ აქვე ჩვენ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მემკვიდრეობა ისტორიულად გვერგო და ამას დაერთო ისიც, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ არათუ ჭარბვალიანობასთან ბრძოლა, არამედ არასაბანკო სექტორი მოგვექცია დროულად ეროვნული ბანკის რეგულაციების ქვეშ. ვინაიდან სწორედ არასაბანკო სექტორში არსებულმა პრობლემებმა დიდი გავლენა იქონია და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ სანამ ეროვნულ ბანკში არ მოხდა ხელმღვანელობის შეცვლა ეს საკითხი ღიად დარჩა. რა თქმა უნდა, მე არ მინდა, რომ ვინმესკენ გავიშვირო ხელი, მაგრამ როდესაც არსებობს პრობლემა, უნდა მოგვარდეს პრინციპულად , მაგრამ ფაქტი არის ერთი. ეს არის ძალიან მძიმე ისტორიული მემკვიდრეობა. რომელსაც ჭირდებოდა პრინციპული გადაწყვეტა, პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“. მთავრობის ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ.

კომენტარები