არჩევნები 2018

ბახტაძე: 2012 წლიდან, გამჭვირვალე და თავისუფალ არჩევნებზე პასუხისმგებელია "ქართული ოცნება"

2012 წლიდან საქართველოში სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნებზე პასუხისმგებელი არის "ქართული ოცნება" და ყველა არჩევნები რომელიც ჩატარდა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო უმაღლესი სტანდარტის. ეს არამხოლოდ ჩვენი შეფასებაა, არამედ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის. მე მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მეორე ტური სწორედ ასეთი სტანდარტით ჩატარდება. თუმცა, როდესაც გყავს ოპონენტად ისეთი პოლიტიკური ძალა რომელსაც ყველაფერი უკადრებია, იმასაც ვერ გამოვრიცხავ რომ რაღაც გარკვეული სცენების დადგმას ჰქონდეს ადგილი. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. თითოეულ ასეთ დარღვევაზე და ხარვეზზე უნდა იყოს უმკაცრესი რეაგირება და შესაბამისი ორგანოები ამას ადეკვატურ რეაგირებას მისცემენ. პირველი ტურის წინ, ჩემი ბრძანებით, გამოვეცით ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ეხება სახელმწიფო უწყებების აქტივობას, რომ ჩვენ დავრწმუნდეთ და გვქონდეს პრევენციული მექანიზმები და ბუნებრივია, ასეთივე დოკუმენტი უახლოეს დღეებში გამოვა. პირადად მე ჩემს მეგობრებთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ყოფილიყო ამ არჩევნებზე და იცით, რომ ეს ყველაფერი არის უზრუნველყოფილი. აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნების გაჩენა სამწუხაროდ ისევ ჰგავს "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას, ეს არის მათი მოტივაცია, რომ შექმნან გარკვეული ილუზიები. საუკეთესო პასუხი ამ ილუზიებზე არის ის გამოცდილება რაც გვაქვს ჩვენ 2012 წლიდან. 

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“.

კომენტარები