ვაშაძე ვალების განულებაზე: უნდათ რომ ჯერ ხმა მიიღონ და შემდეგ რაღაცას ვითომ გააკეთებენ

პირველი, წინადადება აბსურდული და შინაარს მოკლებულია. მეორე, რომ ბუნდოვანია და ვერავინ ვერ გაიგო ვისზე ვრცელდება ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში რა შეიცვლება ამ ქვეყანაში და მესამე, ეს ყველაფერი ხდება არჩევნების შემდეგ. უნდათ რომ ჯერ ხმა მიიღონ და შემდეგ რაღაცას ვითომ გააკეთებენ. მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ რომ დეკემბერში ისინი გამოვლენ და იტყვიან, იცით რა ჩვენ სხვა რაღაცას ვგულისხმობდით ამ ყველაფერში. 

"ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმღვანელი გიორგი ვაშაძე მთავრობის ახალ ინიციატივას ეხმიანება, რომლის მიხედვით ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ
მოკლე ბმული: