ვალების განულება

სერგეენკო: ვალების განულებაზე უარი, იმიტომ, რომ შესაძლოა შეფასებულიყო მოსყიდვად, არასწორია

პირველ რიგში მე ვხედავ იმას, რომ მოსახლეობისთვის უმძიმესი ტვირთი გახდა ჭარბვალიანობა. ასევე ვხედავ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ჭარბვალიანობასთან ბრძოლა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. გადაიდგა რამდენიმე ნაბიჯი. ახალმა პრემიერმინისტრმა დამტკიცებისთანავე განაცხადა, რომ მისი ერთადერთი პრიორიტეტი იქნებოდა ამ საკითხის მოგვარება. იმ ეტაპზე რთული ან შეუძლებელი იქნებოდა იმის თქმა, რა საშუალებებით მოხდებოდა ეს. ეს საშუალება ახლა გაჩნდა "ქართუ“ ფონდის მიერ და ამაზე უარის თქმა, იმის გამო, რომ ეს შეიძლებოდა შეფასებულიყო მოსყიდვად, არასწორია.როდის გამოხატა კონკრეტულად, ქრონოლოგიურად, ფონდმა "ქართუმ" ეს მზადყოფნა ჩემთვის უცნობია. უშუალოდ მოლაპარაკებებში მე არ ვყოფილვარ ჩართული, მაგრამ რამდენიმე საკვანძო თარიღი იყო: ივნისი, როდესაც მაშინ ახალმა პრემიერ-მინისტრმა დაანონსა, რომ ეს ნაბიჯები გადაიდგმებოდა. სექტემბერი, როდესაც ასევე გამწვავდა ამაზე მსჯელობა და ბოლო თვეები, როდესაც მთავრობა, ეკონომიკური გუნდი მუშაობდა ამ მოლაპარაკებებზე

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვალების განულების ინიციატივის შესახებ. სერგეენკოს ამ კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები