შავერდაშვილი ვალების განულებაზე: სახარებაში წერია, მიიღე შენი და წადი, სხვას რას უყურებ

მესმის, რომ "ცოტა" მაზალოა წინასაარჩევნოდ ბანკის ვალების გასტუმრება, მაგრამ აღშფოთებულ გამოხმაურებებზე ერთი იგავი გამახსენდა სახარებიდან, ვენახის მეპატრონეზე, რომელმაც ვენახში სამუშაოდ მუშები დაიქირავა და თითო დინარზე მოურიგდა. მერე მთელი დღის მანძილზე, ვინც კი უქმად მდგომი ნახა, ყველას თავის ვენახში მოუხმო და გასამრჯელოს იმათაც დაჰპირდა. დღის ბოლოს რომ ყველამ თითო დინარი მიიღო, დილით დაქირავებულები აღშფოდნენ, ეგ როგორ, ჩვენ მთელი დღეა დღის ხვატში ვშრომობთ და იმდენივე ავიღეთ, რამდენიც იმათ, ვისაც მარტო ერთი საათი მოუწია მუშაობა, ეგ რა წესი და სამართალიაო. 

პასუხი ცოტა ვრცელია და ალბათ თქვენც გემახსოვრებათ, მაგრამ მოკლედ უთხრა - მიიღე შენი და წადი, შენ სხვას რას უყურებ და განიკითხავო. ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი - უკანასკნელიო. 

ჰოდა, თუ ადამიანებმა ცოტაოდენი შვება ნახეს ამ წინასაარჩევნო ტრიუკით, ღმერთმა ხელი მოუმართოთ და ნუ გადავაქცევთ ამ ამბავს ტრაგედიად

შორენა შავერდაშვილი ე.წ შავ სიაში მყოფი 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის ვალების განულების ინიციატივას Facebook-ზე ეხმაურება.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს კახეთის ინციდენტზე: არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს

კომენტარები