ვალების განულება

ომბუდსმენი ვალებზე: იმსახურებს შესწავლას, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან

როდესაც სახალხო დამცველი შეაჯამებს არჩევნების მიმდინარეობას, ყოველწლიურ ანგარიშში რა თქმა უნდა გავითვალისწინებ არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებიც აკვირდებიან არჩევნებს. ვფიქრობ, რომ ამ ქმედებაში [ვალების განულების ინიციატივა] ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები. მე არ მაქვს სრული წარმოდგენა და ინფორმაცია თუ როგორ მოხდება ტექნიკურად ამ ვალების ანაზღაურება. თუ იქნება მაშინ კერძო პირები ჩართული და ისინი თუ არიან კავშირში კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან თუ სუბიექტთან. ვფიქრობ რომ აღნიშნული შემთხვევა იმსახურებს შესწავლას, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. 

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მთავრობის ახალ ინიციატივას აფასებს, რომლის მიხედვით ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ

კომენტარები