არჩევნები 2018

ბესელია ყალბ პირადობებზე: მე არ მჯერა, მაგრამ გადამოწმდეს

გულწრფელად რომ გითხრათ, მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია ასეთი ფაქტის რეალობა და ნამდვილობა, მაგრამ რომ გამოვრიცხოთ რაიმე ტიპის კითხვები და ეჭვები, ამიტომ, პროკურატურმა დაიწყო გამოძიება. ესეც არის რეაგირების პირველი სწორი და სამართლებრივი გზა. გამოძიების დაწყება ნიშნავს, რომ პირველ რიგში იმ ადამიანებმა, ვინც ეს განცხადებები გააკეთეს, უნდა დადონ კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, დაასახელონ მოწმეები, გამოიკითხება ყველა ის პირი და გადამოწმდება განცხადებების სისწორე.

მე პირადად არ მჯერა, მსგავსი რამ წარმოუდგენლად მიმაჩნია, რადგან ერთერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც ჩვენს მოქალაქეებს დავუბრუნეთ, ეს არის მათი საარჩევნო ხმა, მაგრამ გადამოწმდეს, შეისწავლოს პროკურატურამ ეს განცხადებები, რომ საერთოდ არანაირი კითხვის ნიშნები აქ არ დარჩეს

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია NGO-ების გავრცელებულ ინფორმაციაზე. მათი წყაროს ცნობით, არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ყალბი პირადობის მოწმობები მზადდება და ერთი ადამიანი ხუთი პირადობით მისცემს ხმას.

კომენტარები