არჩევნები 2018

ივანიშვილი: თუ ვაშაძე გაიმარჯვებს, საერთოდ დავაბნევთ ჩვენს პარტნიორებს ევროპასა და აშშ-ში

[გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში] ყველაზე მძიმე ჩემთვის იქნებოდა საგარეო იმიჯი. როცა მთელმა მსოფლიომ თავისი სახელი დაარქვა ნაციონალურ მოძრაობას, როგორც იქნა, ამას დასჭირდა წლები, ყველამ გაიგო, ვინ არიან ეგენი.

განწყობა საზღვარგარეთ იყო აბსოლუტურად განსხვავებული, დღეს ევროპამაც და ამერიკამაც იცნო, ვინ არიან ესენი, ჩვენ როგორც ვიცნობთ, ისე იცნეს.

ახლა ამ ფონზე, ამ არჩევნებით რომ ჩვენ მოვახერხოთ და წარმოვიდგინოთ, რომ ესენი აქ შემობრუნდნენ და გარეთ გაფორმდება, რომ ისევ ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა, საერთოდ დავაბნევთ ჩვენს მოკავშირეებს და ჩვენს პარტნიორებს გარეთ, ევროპა იქნება თუ ამერიკა - რა მოხდა და როგორ მოხდა. ეს ცუდი იქნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმედი Live-ში.

კომენტარები