არჩევნები 2018

ივანიშვილი: [ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაშიც] ზედმეტად დრამატულად არ ჩანს სიტუაცია

დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ვერ მოხდება გამარჯვება და არ მოხდება. წარმოდგენა თუ გინდათ, აქაც ზედმეტად დრამატულად არ ჩანს სიტუაცია. რა თქმა უნდა, კარგი არაფერი არ იქნება... არ გავურბივარ კითხვას, თუმცა, შტაბში მითხრეს, არ გაბედო, მაგაზე არ ისაუბროვო, მაგრამ მე არ გავურბივარ მაგ კითხვას. წარმოვიდგინოთ, ჰიპოთეტურად რომ ასეთი რამ მოხდეს [გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება], დავხატოთ მოდელი, რა იქნება - ქართული ოცნების, როგორც პარტიის ჩამოყალიბება-გამაგრება დაჩქარდება, რასაც მე ვაპირებ. ხელისუფლება მოახერხებს, რომ ეს ძალა, ეს არ არის პარტია, ვინც შეიძლება მოვიდეს და ეს ხალხი გამოუშვას გარეთ, შემოვიდნენ და ფანჯრებთან დაგვიდგნენ ისევ, გვაქვს რესურსი, რომ კონსტრუქციულ ჩარჩოებში დავტოვოთ, კანონს იქით არ გავუშვებთ, ნურავის ნუ აქვს ილუზია, რომ რაღაცას მოახერხებენ და ამოატრიალებენ

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმედი Live-ში, კითხვაზე, რა მოხდება თუ მეორე ტურში გროგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს.

კომენტარები