ივანიშვილის ინტერვიუ

ხუხაშვილი: ივანიშვილის ავტორიტეტი სერიოზულადაა შელახული, მის სიტყვას ფასი აქვს დაკარგული

ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ მის პრობლემა არის ის, რომ სიტყვებს უკვე ფასი არ აქვს. მას ჯერ კიდევს აქვს ილუზია, რომ მისი ნათქვამი რაღაც წონის მატარებელია საზოგადოებაში, ეს ასე არ არის. ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, რაზეც ის საუბრობდა ადრე, არ შესრულდა და საპირისპირო მიმართულებითაც კი იყო მოძრაობა და მეორე - ხელისუფლებისგან სიტყვებს და რიტორიკას არ ელოდება ხალხი, ხელისუფლებისგან ხალხი ელოდება ქმედებებს. 6 წლის თავზე რომ იტყვი, რომ რაღაც იცი და ამას ერთ წელსი გააკეთებ, ეს რბილად რომ ვთქვათ დამაჯერებლობას მოკლებულია. ინტერვიუს დროს, მიუხედავად თვითკრიტიკულობისა, ის საკუთარი პერსონის მიმართ არ იყო თვითკრიტიკული. ის ამბობდა, რომ გუნდი უშვებდა შეცდომებს. ამასთანავე, ის ადასტურებს, რომ ის მართავს, ვიღაცას ხელს მოაჭრის თუ რაღაც გააკეთა და მას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს. თუ ის ყველაფრის შემოქმედია, მაშინ როგორ მოქმედებდა ეს გუნდი ისე, რომ ახერხებდა რაღაცა გაეფუჭებინა და ივანიშვილი არაფერ შუაში არ ყოფილიყო. მან უნდა იცოდეს, რომ მისი ავტორიტეტი სერიოზულადაა შელახული, მის სიტყვას ფასი აქვს დაკარგული. ამიტომ უნდა იმოქმედოს, კი არ უნდა ილაპარაკოს. სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ მაქვს, რომ ის ამას მოახერხებს, რადგან გარდა იმისა, რომ მასში სურვილი ვერ დავინახე, ასევე მას ამის საშუალებას არ აქვს. ის გარკვეულწილად არის ამ მანკიერი სისტემის მძევალი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ პალიტრა ნიუსის ეთერში, გადაცემაში ნიუსრუმი.

კომენტარები