არჩევნები 2018

თეიმურაზ გორჯესტანი: ვაშაძის შვილი თუ ჩამოვა და იცის ქართული, მზად ვარ დებატებში გამოვიწვიო

მე ერთი კითხვა მაქვს. მე აქ ვარ, სამ დღეში ქეთევანი პარიზიდან ჩამოდის, მე ლონდონიდან ჩამოვედი და ერთი კითხვა მაქვს, ნოდარ ვაშაძე სად არის? მოსკოვში? არ ვიცი, მაგრამ, ერთი შეთავაზება მაქვს. ოჯახი აქ არის და ჩვენ ვართ, რაც ვართ ჩვენ კითხვებს ვპასუხობთ, გამოვდივართ ტელევიზორში, რომ გაგვიცნოთ და იცოდეთ, როგორც ამომრჩევლებმა ვინ არის სალომე ზურაბიშვილის ოჯახი, ვინ არიან მისი შვილები. მე ვარ დაინტერესებული, ვინ არის გრიგოლ ვაშაძის უფროსი ვაჟი. თუ დათანხმდება, თუ ჩამოვა და იცის ქართული, მზად ვარ, დებატებში გამოვიწვიო, სადაც გინდათ, როგორც გინდათ, მოვილაპარაკოთ. ეს არის ქართული ვაჟკაცობა, მოვილაპარაკოთ, რა არის საქართველო, ქართული კულტურა და ქართული ენა. მე მზად ვარ, როცა გინდათ, ბატონო ნოდარ.

თქვა სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა, ტექნოპარკში სტუდენტებთან შეხვედრისას.

კომენტარები