არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ქალი ძლიერი ვერ იქნება ძლიერი მამაკაცის გარეშე და პირიქით

ქალი ჩვენი ქვეყნის ერთერთ მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს, რაც ამ ბოლო წლების მანძილზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა. მძიმე წლებში ქალებს მოუწიათ საკუთარ თავზე ბევრი ისეთი ფუნქციის აღება, რომელიც მათ ადრე არ ჰქონდათ. ქალებმა, მამაკაცებთან ერთად, იბრძოლეს ოჯახების გადასარჩენად. ქალი ძლიერი ვერ იქნება ძლიერი მამაკაცის გარეშე და პირიქით. მე ორი შვილი მყავს, ვაჟი და გოგო, ორივე ერთნაირად მიყვარს და ორივეს ერთ და იგივე პასუხისმგებლობას ვაკისრებ. მე ისინი ვეფხისტყაოსნის იდეალებზე გავზარდე

ამბობს ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ფასიან პოლიტიკურ რეკლამაში.

კომენტარები