ვალების განულება

ნათელაშვილი: ივანიშვილი შეგვპირდა უიმედო ვალების ჩამოწერას, რომელსაც არავინ გადავიხდიდით

ბიძინა ივანიშვილი უფასო ფულის საუკუნო ტყუილიდან გადავიდა ათასწლეულის გადაგდებაზე, შეგვპირდა რა, ისედაც უიმედო ვალების ჩამოწერას, რომელსაც არავინა გადავიხდიდით. ნაცვლად იმისა, რომ სამას პროცენტიანი საბანკო სესხი ჩამოეყვანა ევროპულ 3-5 პროცენტამდე, კონკრეტულ კატეგორიაზე საერთოდ უპროცენტო სესხები დაეწესებინა, გაეუქმებნა დამანგრეველი ტოტალიზატორები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, გამოეხსნა დაყადაღებული სახლები და ქონება, გაეთავისუფლებნა პენსიონერები 35 პროცენტიანი საპენსიო სესხისგან, ის კვლავ წავიდა მორიგ წინასაარჩევნო აფიორა თაღლითობაზე, რაც არ შეიძლება მას ეპატიოს. დარჩა კიდევ რამდენიმე დღე იმისათვის, რომ მოიტანოს საყდრისიდან წაღებული ოქროს სამმილიარდიანი მითვისებული რესურსი, დაიწყოს საბანკო ტყვეობიდან ხალხის გათავისუფლება. სხვა შემთხვევაში ის მილიარდებთან ერთად ყველაფერს დაკარგავს. მე მოვუწოდებ დაანებოს თავი თაღლითობას და გადაგდებას და მოიტანოს ის რაც წაიღო. ეს გადაუხდელი ვალები, ისედაც არ გადაიხდებოდა, ამ ვალებზე არაფერი არ იყო ჩადებული ადამიანების მიერ. არც მანქანა არც სახლი, არც ქონება. ეს დაახლოებით არის უბნის მაღაზიაში უბნის ბიჭების ნისიების ჟურნალები რომ არის, იმაზე უფრო მეტად გადაუხდელი ვალების თაობაზეა საუბარი. მოსახლეობას აწუსებს არა ეს, არამედ სახლებს, რომ კარგავენ, 300 პროცენტიანი და 1500 პროცენტიანი კაბალური საბანკო პრიოცენტების გამო და რომ დაკარგეს უკვე სა ქუჩაში დარჩნენე, ეს აწუხებს ხალხს და პროცენტის დაწევა უნდათ.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ვალების განულების შესახებ.

კომენტარები