არჩევნები 2018

კალაძე NGO-ებს: მოგიწოდებთ ობიექტური შეფასება მისცეთ სააკაშვილის მხრიდან რევოლუციის მუქარას

მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადეკვატური, ობიექტური და მკაფიო შეფასება მისცენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, სააკაშვილის მხრიდან რევოლუციის მუქარას, რომ ახალ წლამდე შეცვლის ხელისუფლებას.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება არავის მისცემს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის, დესტაბილიზაციის და ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების საშუალებას და ნებისმიერ ასეთ მცდელობაზე, კანონის ფარგლებში უმკაცრესი რეაქცია იქნება.

დარწმუნებულები ვართ, რომ არჩევნები კვლავაც უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება და ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი, ქართველი ხალხის თანადგომით აუცილებლად გაიმარჯვებს.

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები