კალაძე: ოქუაშვილი ამოუცნობი ფენომენია, რა უნდა ამ კაცს, ვერავინ გაიგო

ზაზა ოქუაშვილი არის ამოუცნობი ფენომენი. ჯერ იყო და აუდიო-ჩანაწერებს გვთავაზობდა, შემდეგ ვიდეოს დაგვპირდა, ახლა ალბათ ანიმაციებზე გადავა სამომავლოდ. უბრალოდ, გაუგებარია მთელი ამ ხსნის განმავლობაში, რა უნდა ამ კაცს ვერავინ გაიგო, რაში იხდიდა ფულს. 6 მილიონი ჰქონდა დავალიანება, როგორც ირკვევა და 4 მილიონს ვის უხდიდა, რაში უხდიდა დღემდე ვერავინ გაიგო. სამწუხაროდ, ვერც გვარამიამ გაიგო და ვერც კვესიტაძემ. ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც პირდაპირ ჩართვაში ჰყავდათ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, დახმარებოდათ და აეხსნათ საზოგადოებისთვის,მაგრა თვითონაც ვერაფერი გაიგეს. ყველასთვის გაუგებარია ზოგადად რა უნდა ამ ადამიანს.

თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის განცხადებებს ეხმაურება. ზაზა ოქუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ მის კომპანიას ბიძინა ივანიშვილის "ქართუმ" არჩევნებამდე 2 დღით ადრე 8 მილიონამდე ლარი გადაურიცხა, ჩამოაწერეს ბიუჯეტის ვალი და სანაცვლოდ მოითხოვეს ეთქვა, რომ ფარული ჩანაწერების შეგროვება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები