არჩევნები 2018

ნაცვლიშვილი: იმდენ სიძულვილს, ტალახს და აგრესიას ვანთხევთ ერთმანეთს, უკვე გაუსაძლისია

იმდენ სიძულვილს, ტალახს და აგრესიას ვანთხევთ ერთმანეთს, რომ გაუსაძლისია უკვე! ეს ქვეყანა ჩვენით არ დაწყებულა. არც ჩვენით მთვარდება და ცოტა ამბიციები რომ დავიცხროთ, არ გვაწყენდა. დემოკრატია, ევროპელობა და ცივილიზებულობა რომ გვინდა (უკვე აღარ ვიცი, რა გვინდა!), ასე გამეტებით რატომ ვარყევთ და ვანგრევთ სიმწრით და ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნილ ფუნდამენტს, რომელზეც უნდა აშენდეს თანამედროვე ქართული დემოკრატია: განსხვავებული აზრის (მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების) პატივისცემა (ჰო, პატივისცემა იმ აზრს სჭირდება, რომელიც აღგვაშფოთებს, თორემ რომელიც მოგვწონს და ჩვენსას ემთხვევა, იმას ისედაც ხომ ვუფრთილდებით და ვუმეგობრდებით?), პირადი ცხოვრების პატივისცემა (დიახ, საჯარო პირებზე სხვა სტანდარტი მოქმედებს, მაგრამ წითელი ხაზები აქაც არსებობს!), სეკულარიზმი (სამოქალაქო ცხოვრებაში რელიგიური დოგმებით არ ვაფასებთ და განვსჯით ერთმანეთს), მედიის თავისუფლება (რომელიც მას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, პირიქით - ავალდებულებს საჯარო ინტერესს ემსახუროს უპირველეს ყოვლისა და პროპაგანდას არ ასაღებდეს ინფორმაციის და ანალიზის მაგივრად მაყურებელს/მკითხველს), და ა.შ. და ა.შ.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ამ ქვეყენას..

წერს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლისვილი Facebook-ზე.

კომენტარები