არჩევნები 2018

კობახიძე 2008 წლის ომზე: ქალბატონი სალომეს განცხადებები არის შესაბამისობაში რეალობასთან

რაც შეეეხება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, ეს განცხადებები არის შესაბამისობაში რეალობასთან, იყო ერთი განცხადება თავიდან, რომელიც იძლეოდა ინტერპრეტირების საშუალებას, თუმცა, ამის შემდეგაც ქალბატონმა სალომემ დააზუსტა მისი განცხადების შინაარსი. იყო პირველი განცხადება, რომელიც წაიკითხეს კონკრეტულმა ადამიანებმა იმგვარად, თითქოს საქართველომ დაიწყო ომი, თუმცა ამას მოჰყვა შემდეგ ქალბატონი სალომეს განმარტება, სადაც მან აღნიშნა, ის რაც მოხდა რეალურად - ომი დაიწყო, რა თქმა უნდა, რუსეთმა, რა თქმა უნდა, რუსეთი იყო აგრესორი და მისი სცენარით წარიმართა პროცესები, თუმცა, რომ არა ის, რაც გააკეთა სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ, რუსეთს ნამდვილად არ მიეცემოდა ამ სცენარის განხორციელების შესაძლებლობა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში "რეაქცია". შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა არაერთხელ თქვა, რომ "ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა".

კომენტარები