არჩევნები 2018

კობახიძე: სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი პირდაპირ საუბრობენ, რომ აპირებენ რევოლუციას

სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ისინი აპირებენ რევოლუციას მეორე ტურის შემდეგ. ისინი გვიანონსებენ რევოლუციას საკუთარი პირით და საკუთარი სიტყვებით, ფარული მოსმენა არ არის საჭირო. მე მაქვს მოსმენების საფუძველზე ასეთი ინფორმაცია, რუსთავი 2-ს ვუსმენ ხოლმე და პირდაპირ საუბრობენ სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი იმაზე, რომ ისინი აპირებენ რევოლუციას მეორე ტურის შემდეგ. „იმედზეც“ ისმის იგივე, ისინიც აჩვენებენ შკლიაროვს და სააკაშვილს და ვაშაძეს და გვარამიას, ისინი პირდაპირ საუბრობენ რევოლუციაზე. ჩვენ ვიცით,  რა „ღირებულებებზე“ არის აგებული ზოგადად ეს პოლიტიკური ძალა, ეს არის პოლიტიკური ძალა,რომელსაც არ შეუძლია აგრესიის და ძალადობის გარეშე, მათ ექნებათ მცდელობა, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს მცდელობა იყოს წარუმატებელი და ეს ასეც იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში "რეაქცია", ტვ პირველის ეთერში

კომენტარები