Unicef-ის კვლევა

წულუკიანი: UNICEF-ის კვლევა არ უნდა დაგვჭირვებოდა იმის გასაგებად, რომ ბავშვებს შიათ

ჩვენ არ უნდა დაგვჭირვებოდა UNICEF-ის ცნობილი კვლევა იმისთვის, რომ გვცოდნოდა ან დაგვეჯერებინა, ის რეალობა, რომ დიახ, არის ფენა ბავშვების, რომელსაც შია, რომელსაც შეიძლება ერთ წიგნზე წვდომაც კი არ აქვს, ასეთი დასკვნებია კვლევაში გაკეთებული, რომ არსებობს საკმაოდ მასშტაბური ეკონომიკური სიდუხჭირე, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით არის ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ეს სიმდიდრე ან არასაკმარისია, რომ ყველას ეყოს, ან არასწორი მექანიზმები აქვს სახელმწიფოს, რომლითაც ეს სიმდიდრე ნაწილდება, რომ ყველას შეეხოს და პირველ რიგში ბავშვებს. მე ვფიქრობ, რომ უნისეფის კვლევა არ უნდა დაგვჭირვებოდა ამისთვის.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირველი არხის ეთერში გადაცემაში "პრეზიდენტის არჩევნები 2018"

კომენტარები