არჩევნები 2018

ილია II საპრეზიდენტო კანდიდატებს: ვინც უნდა გაიმარჯვოს, არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია

ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთან ერთად დღეს წმინდა სამების ტაძარში ბრძანდებიან ჩვენი მინისტრები, ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატები, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ბატონი გრიგოლ ვაშაძე. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც, მაგრამ მე მინდა, გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ.

კათოლიკოს-პატრიარქმა ეს განცხადება სამების ტაძარში ქადაგების დროს გააკეთა. გიორგობის სადღესასწაულო წირვას პრემიერმინისტრი და პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი ესწრებოდა.

კომენტარები