არჩევნები 2018

ილია II პრეზიდენტობის კანდიდატებს: დარწმუნებული ვარ, დაეხმარებით ერთმანეთს

მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც, მაგრამ მე მინდა გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, მან არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ. თქვენთვის მოვამზადე წმინდა გიორგის ხატები და მინდა, რომ გადმოგცეთ

პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას პრეზიდენტობის კანდიდატები სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დალოცა.

კომენტარები