არჩევნები 2018

სერგეენკო ენმ-ის წევრის დაჭრაზე: არავის ვურჩევდი ექიმებისთვის ღირსების შელახვის მცდელობას

გუშინ მოვისმინე შეფასებები, რომელზეც გაოცებული ვარ უბრალოდ. რანაირად შეიძლება ადამიანს ენა მოუბრუნდეს და თქვას, რომ ექიმმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს შეგნებულად, რაღაც პოლიტიკური მოსაზრებების გამო დახმარება არ აღმოუჩინა?! ექიმისათვის ამაზე მძიმე შეურაცხყოფა უბრალოდ, არ ვიცი. არავის ვურჩევდი, რომ ექიმებისთვის ღირსების შელახვას ეცადონ. ექიმები ის ადამიანები არიან, ვინც პაციენტს პოლიტიკური ნიშნით კი არა, ბრძოლის ველზე დაჭრილ მოწინააღმდეგს, მოსისხლე მტერს აღმოუჩენენ დახმარებას. ასე რომ, ასეთი საუბარი უბრალოდ მიუღებელია და ამის გაკეთებას არავის არ ვურჩევ

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნოდარ ბურდილაძე საავადმყოფოში მოინახულა. მისი თქმით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ენმ-ის წევრების მტკიცებით, ექიმები ოთხი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ ონის მერის ემზარ საბანაძის ნებართვას, რომ დაჭრილი უახლოეს საავადმყოფოში გადაეყვანათ.

კომენტარები