ფინანსთა მინისტრი ვალების განულებაზე: მინიმუმ 600 000 ადამიანს შეეხება ინიციატივა

საქმე შეეხება ყველა იმ ვადაგადაცილებულ სესხს, რომლის ძირ თანხასაც შეადგენს 2000 ლარი და 2000 ლარზე ნაკლები. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს რამდენი არის დარიცხული ჯარიმა ან პროცენტი, ყველა ამ ტიპის სესხი პრაქტიკულად ჩამოეწერება ფიზიკურ პირებს და შესაბამისად ისინი ამოღებულები იქნებიან იმ ე.წ შავი სიიდან, რომელიც დღეის მდგომარეობით არის კრედიტინფოში. ეს არის ის ორგანიზაცია სადაც არის შავი სიები თავმოყრილი, დაახლოებით 800 000 ადამიანამდე. ჩვენი სავარაუდო დათვლებით, მინიმუმ 600 000 ადამიანს შეეხება ეს ახალი ინიციატივა. ინდივიდუალური სესხი უნდა იყოს 2000 ლარზე ნაკლები, ესეთი სესხი, რომ იყოს ორი ან სამი მაინც შეეხება. ჩვენ თუ ავიღებთ იქ ადამიანების რაოდენობას და ამავდროულად ზოგადად გაცემული სესხების რაოდენობას საშუალოს გამოდის რომ ერთ ადამიანს აქვს ორი, ორზე ცოტა მეტი სესხიც კი.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა იმედის ეთერში მთავრობის ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ე.წ შავ სიაში მყოფ ადამიანებს დავალიანებები გაუნულდებათ.
მოკლე ბმული: