ეკონომიკური პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრი: ზოგჯერ ზიგზაგებითაც მივდივართ, მაგრამ გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა

თუ ჩვენი ხელისუფლების კრიტიკა ვინმეს უნდა შეიძლება ისეთ რამეზე აკრიტიკოს, რომ ზოგჯერ ჩვენ ზედმეტად ვფრთხილობთ, ზოგჯერ ისე სწრაფად ვერ ვმოქმედებთ და ვაყოვნებთ, მეტსაც გეტყვით - შეიძლება ზოგჯერ ზიგზაგებითაც მივდივართ, მაგრამ მივდივართ სწორი მიმართულებით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელიც კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ის ყიჟინი რომ ამ გზაზე უფრო სწრაფად იარეთ, უფრო გამბედავად იარეთ, არ გადაუხვიო, ეს არის სწორი და ჯანსაღი კრიტიკა, ღმერთმა დაიფაროს რომ ესეთი არ იყოს, მაგრამ ვინც ამბობს, რომ ფუნდამენტურად გზა შეცვალე, საპირისპირო მიმართულებით წადი, დააქცევს ეს გადახვევა ამ გზას, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სწორი ეკონომიკური გზა და ყველა მაჩვენებელი ამას ადასტურებს, ამას ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ამას ადასტურებს მსოფლიო ბანკი. 

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა იმედის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები