ბახტაძე ყალბ პირადობებზე: არ გამოვრიცხავ, ოპონენტების მხრიდან ჰქონდეს სცენის დადგმას ადგილი

რაც შეეხება ე.წ. პირადობის მოწმობების საკითხს, მე ბრიუსელიდან გავაკეთე კონკრეტული გზავნილი, მათ შორის იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებმაც ამ თემაზე ისაუბრეს. ყველას გვსურს, ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო, ეს გულისხმობს იმას, რომ თითოეული მოქალაქე თუ მით უმეტეს ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელსაც ექნება ასეთ შესაძლო სიმახინჯეზე ინფორმაცია, ჩვენი საზოგადოების წინაშე მორალური ვალდებულებაა, ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს მიეწოდოთ და მათ უნდა მოახდინონ მასზე მკვეთრი რეაგირება, ეს არის მოცემულობა და ვალდებულება გაქვთ თქვენც, მეც და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. ვიცი რა ჩვენი ოპონენტების განვლილი ისტორია, არ გამოვრიცხავ, რომ მათი მხრიდან ჰქონდეს რაღაც გარკვეული სცენის დადგმას ადგილი. მინდა, ყველას შეგახსენოთ, რომ 2012 წელს მოხდა მსგავსი ფაქტი და „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი მაღალჩინოსანი სწორედ პირადობის მოწმობების გაყალბებაზე გასამართლდა, კონკრეტულად აჭარის რეგიონში. როცა ასეთ ოპონენტებზე ვსაუბრობთ, შეიძლება, კითხვის ნიშნები გაჩნდეს, მაგრამ მთავარია, ნებისმიერ ასეთ საკითხზე იყოს მკვეთრი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება. ყველას, როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, ისე, უპირველეს ყოვლისა, ქართულ საზოგადოებას, უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ასეთი სიმახინჯეები არ ხდება და თუ ვინმე თავის თავს ამის უფლებას მისცემს, მასზე იქნება ძალიან მკვეთრი რეაგირება

პრემიერი ყალბი პირადობების შესაძლო დამზადების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ თქვეს, რომ მათ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეორე ტურისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები