არჩევნები 2018

სააკაშვილი: რომელი რევოლუციონერი გიორგი ვაშაძეა, რომ ამაზე ტელეფონით ველაპარაკო

ეს რაღაც საოცარი ჩანაწერი რომ გააკეთეს ჩემი და გიორგი ვაშაძის, რომელიც შეკრეფილია ჩემი ნამდვილი ნალაპარაკებიდან, მისი ნამდვილი ნალაპარაკებიდან, სადღაც სასტუმროში, რესტორანში, უკრაინაში ჩემი ჩაწერილი და ა.შ

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ისეთი სულელი ვარ, რომ სუს-ის გასაგონად, გიორგი ვაშაძეს, რომელი რევოლუციონერი ეგ არის ეხლა, რომ ველაპარაკო რევოლუციებზე, როცა არჩევნებს ვიგებთ ისედაც. და ტელეფონით მასალა მივეცი? მეტი საქმე არა მაქვს, ვაშაძეს ველაპარაკო, გიორგის, გოგიტას, კაი ბიჭია ძაან, სხვათაშორის მშვენიერი მმართველი იქნება ნებისმიერი სამთავრობო გუნდის, და ახლა ტელეფონით ვიხილო მასთან რევოლუციის საკითხები? მართლა ცოტა დაბალი წარმოდგენის ხომ არ ხართ ჩემზე? მაგრამ ეს ხალხი, ვინც ამონტაჟებს, აკეთებს, იმათ აქვთ დაბალი წარმოდგენა საქართველოს მოსახლეობაზე

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე, რომელშიც თითქოსდა ის და გიორგი ვაშაძე რევოლუციაზე საუბრობენ.

კომენტარები