არჩევნები 2018

შათირიშვილი: ენმ მიშას გარეშე იგივეა, რაც ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე

ვიღაცებს „ნაციონალური მოძრაობა“ მიშას გარეშე სურთ, რაც დაახლოებით იცით, რა არის – ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე... იმას, რაც დღეს ხდება, გარედან, უცხოპლანეტელის თვალებით რომ შევხედოთ, ამას დავინახავთ. ასეთი ანალოგიისთვის ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მიშას ქარიზმული ფიგურის გარეშე, ეს შეუძლებელია. მთელი ამბავი ისაა, რომ ამ ორი განსხვავებული სხეულის, თავისა და ტანის შეერთება მხოლოდ მას შეეძლო, ნაცმოძრაობის ელიტისა და ნაცმოძრაობის სხეულის. როგორც კი მიშას აპოკალიპტური მოლოდინი განქარდა, ყველაფერი სრულიად ბუნებრივად, ორ ნაწილად დაიშალა, რადგან ასეთმა ლიდერმა აპოკალიპტური მოლოდინი "მრისხანების დღე" უნდა შექმნას, ხოლო თუ ასეთი ქარიზმული ლიდერი სცენიდან გადის, მის თანდასწრებით ადგილი არ აქვს და ასეთი მოლოდინი არ არის, რომ ის მოვა, მაშინ ეს ყველაფერი იშლება

განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა პირველი არხის გადაცემაში "პრეზიდენტის არჩევნები 2018"

კომენტარები