არჩევნები 2018

კობახიძე პატრიოტთა ალიანსზე: ჩვენი საგარეო პოლიტიკა კორექტივებს არ ექვემდებარება

ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოზიციები საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. გაჟღერდა პატრიოტთა ალიანსის პოზიცია ამ არჩევნებთან მიმართებით. მათი პოზიცია არის ის, რომ საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას ნაცმოძრაობის დაბრუნებას. ეს იყო მათი პოზიციის საფუძველი და ისინი მოქმედებენ ამ პოზიციის შესაბამისად. ეს, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება ჩვენს საგარეო პოლიტიკას. დისკომფორტს შეგვიქმნიდა ის, რომ რაიმე კორექტივი შეგვეტანა ჩვენს საგარეო პოლიტიკაში. ჩვენი საგარეო პოლიტიკა კორექტივებს არ ექვემდებარება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პატრიოტთა ალიანსის მხრიდან ქართული ოცნების კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე.

კომენტარები