არჩევნები 2018

ბერძენიშვილი: ხელისუფლებამ არაადეკვატური წინასაარჩევნო გარემოს შექმნით თავი მოიჭრა

შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი არაადეკვატური გარემო, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. თავი მოიჭრა ერთხელ და სამუდამოდ და დაამტკიცა, რომ იგი აღარ იმსახურებს ამ პატივს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე, საპარლამენტო არჩევნებზე გაფორმდება, რადგან ხელისუფლებამ იმდენი შეცდომა, დანაშაული ჩაიდინა, იმდენი უსინდისობა, აღვირახსნილობა იკადრა, ისე დარაზმა თავისი მომხრეები, ისეთი დემონიზება გაუკეთა მოწინააღმდეგე მხარეს, ისე დახარჯა საერთაშორისო სიტყვები როგორებიცაა - "ფაშიზმი", "ნაციზმი" და ა.შ., რომ მთელ მსოფლიოში მოიჭრა თავი. გააკვირვა ევროპა თავისი "დემოკრატიულობით". მე ვფიქრობ, ასეთი სამარცხვინო ქმედების შემდეგ ქართველი ხალხის პასუხი იქნება ადეკვატური და ხელისუფლება ამ პასუხს ხვალ გაიგონებს

ამის შესახებ IPN-ს "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა უთხრა.

კომენტარები