არჩევნები 2018

ხალვაში: დიდი გამოცდილება მაქვს კულტურის სფეროში, იმედია ბათუმს და ბათუმელებს ეს დაეტყობათ

თუ რა კრიტერიუმებით შემარჩია ბატონმა ლაშა კომახიძემ, ეს ალბათ მას უნდა ჰკითხოთ და მე ამაზე ვერ გიპასუხებთ, თუმცა ეს შემოთავაზება იყო მანამდეც ლაშასგან და უბრალოდ ახლა გადავდგი ეს ნაბიჯი.

რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, მე იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში კულტურაში ძალიან ბევრი რამე გაკეთდება, იმიტომ, რომ ნამდვილად ბევრი გამოცდილება მაქვს და იმედი მაქვს, რომ ბათუმს და ბათუმელებს ეს დაეტყობათ.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი სოფო ხალვაში, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო აჭარის ტელევიზიის ეთერიდან მოხსნეს, ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები